კახა კალაძე: თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა განხორციელდება, რათა სერვისი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვევები, რაც დასახვეწია.
„მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი, რომლის მომსახურებითაც მოქალაქეები ყოველდღიურად ინტენსიურად სარგებლობენ. ჩვენი ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და ახდენენ რეაგირებას, თუმცა დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე კახა აბულაძეს, რომ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.
რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ცხელი ხაზის წარმომადგენლებს. არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით, მიმდინარე წელს უკვე შემოსულია 367 000-მდე ზარი.
„2025 წლის განმავლობაში შემოვიდა 465 423 ზარი, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 71 000-ზე მეტი ზარი, მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით - 36 000-მდე, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო მიმართულებით 63 000-მდე შეტყობინება; ინფრასტრუქტურის საკითხებზე 48 000-ზე მეტი ზარი, მათ შორის, საგზაო, სამშენებლო, გამწვანების მიმართულებებით. ცხელი ხაზის საშუალებით, მერია აქტიურადაა ჩართული ქალაქში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში. ის, ასევე, კარგი ინსტრუმენტია მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, შესაბამისი და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით და როგორც მუდმივი პროცესი, პერიოდულ ოპტიმიზაციას საჭიროებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან ხშირია ისეთი ზარები, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს.
„აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალია მიმართვიანობა ისეთ საკითხებზე, რომლებზე რეაგირებისთვისაც საჭიროა უშუალოდ მერიისთვის ან შესაბამისი რაიონული გამგეობისთვის წერილობითი განცხადებით მიმართვა.
ასევე ფიქსირდება ისეთი ზარებიც, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს (მაგალითად, ქონების პრივატიზაცია, კერძო დავები, მიწის სპორადული რეგისტრაცია, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებები, კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობის კატეგორიის საკითხები და სხვა).
როდესაც მოქალაქე ამ კონკრეტულ საკითხზე რეკავს, რა თქმა უნდა, ოპერატორი ყველა ზარს პასუხობს და ცხელი ხაზის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად, მოქალაქემაც უნდა იცოდეს გარკვეული საკითხები, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1792563675
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართვე...
1792562868
ახალი ამბებისაკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს 5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს
კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ოქტომბერს 5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო...
1792560970
ახალი ამბებიგია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე: აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით
ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად...
1792558894
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე: სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით
პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს. მმართველი გუნდის 88 დეპუ...
1792557930
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში
21 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...































