არჩილ გორდულაძე: ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი
                „ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
გორდულაძის განცხადებით, კანონში ცვლილება ემსახურება როგორც კორუფციასთან ბრძოლას, ისე ხარჯების შემცირებასაც.
„ვხედავთ, რომ თითიდან გამოწოვილ ტყუილებს აჟღერებენ ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, გვინდა თუ არა, რომ ჩვენს საჯარო დაწესებულებაში ერთი და იგივე პირი სამ ადგილას „მუშაობდეს“. მაგრამ, კი არ მუშაობდეს, უბრალოდ გაფორმებული იყოს და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასს იღებდეს. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს. თუ მაგალითად, კონკრეტული ადამიანი სამ სამსახურში მუშაობს, იმიტომ რომ მას არ ყოფნის შესაბამისი ხელფასი, სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები. მაგრამ, ამავდროულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ გვაქვს თუ არა გამონაკლისები, დიახ, გვაქვს გამონაკლისები. იმიტომ რომ არის დეფიციტური, მაგალითად აიტის თანამშრომელი ანალოგიურად არის და ძალიან ბევრია, რომლებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
წამყვანის შეკითხვაზე საჯარო სკოლის მასწავლებლებზე როგორ ვრცელდება აღნიშნული ცვლილებები არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება.
„პირდაპირ, კანონშივე წერია, არავითარი გამონაკლისი ამას არ სჭირდება, არავითარი მთავრობის დადგენილებაში ჩახედვა არ სჭირდება, პირდაპირ წერია კანონში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონის მეცამეტე მუხლში, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელებისგან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1762257124
ახალი ამბებიმარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები...
1762255610
ახალი ამბებისაკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დრო...
1762254217
საზოგადოებაპროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1762251333
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი - დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ევროკავშირშიც გაიმარჯვებს საღი აზრი
„ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, დარწმუ...
1762250993
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით იმართება. საქართველო წელს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        








