არჩილ გორდულაძე – „ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს“
არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების მხრიდან დაისმება კითხვები და მოსარჩელე მხარე მზად არის, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს მსჯელობა.
„მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ. დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, თითქოს ოპოზიციისთვის ასეთი ფაქტი არ არსებობდა.
„მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც.
მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1794293859
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია არის საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობა
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა....
1794291553
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რადოვან ვიხს შეხვდა. ი...
1794290437
ახალი ამბებისატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური “„თავისუფლების მოედანი“ ესკალატორზე შექმნილი ტე...
1794288116
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში
სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე - დღეს პარიზის მშვიდობის ფორუმი გაიხსნება, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მი...
1794288084
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები
საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი...





























