გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.
შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები.
სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 20 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 30 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
თითოეულ სამართალდარღვევაზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. შუახევში გამოვლენილი 20 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1 266 ფაქტია გამოვლენილი.
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1794291553
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რადოვან ვიხს შეხვდა. ი...
1794290437
ახალი ამბებისატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური “„თავისუფლების მოედანი“ ესკალატორზე შექმნილი ტე...
1794288116
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში
სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე - დღეს პარიზის მშვიდობის ფორუმი გაიხსნება, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მი...
1794288084
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები
საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი...
1794287987
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...





























