არჩილ გორდულაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ვიბრძვით იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა

მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველა სახის დანაშაულზე სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
„რომელი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანიც რომ იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენი გუნდისთვის. ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, ის რეალურად გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ იდეალებს არასდროს იზიარებდა და „ქართული ოცნების“ გუნდის ნამდვილი წევრი არც არასდროს ყოფილა.
იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთი რამე, მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა.
მთავარი არის, რომ ბრძოლა ნებისმიერ დანაშაულთან, იქნება ეს კორუფცია, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა და სრულად უჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მხარს, რომ იქნება ეს ნებისმიერი საკითხი, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, ამ ეთერშიც გვისაუბრია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს არის, მაგალითად, ორგანიზებული დანაშაული, ყველა კუთხით დანაშაულის მიმართ, რა თქმა უნდა, მიდგომა იქნება მკაცრი.
სახელმწიფო დგას ძლიერად. სახელმწიფოს უდგას ქართველი ხალხი, სისტემა გამართულად მუშაობს, ეფექტიანობაც გაზრდილია და ამის ფონზე შეგვიძლია, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ რამე დანაშაული ჩაიდინოს და ჰგონია, რომ შერჩება, აღარ შერჩება არავის არც ერთი დანაშაულის ჩადენა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1758129486
სპორტივახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ - პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე კვლავ დაუმარცხებელია. ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეოთ...
1758127377
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარ...
1758125796
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა
ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ...
1758123751
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპე...
1758122497
ახალი ამბებიპრემიერი: ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ცხადი დანაშაულის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მე...