17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა „უსაფრთხო ზრუნვა ყველა ახალშობილზე“. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კამპანიის მიზანი ახალშობილთა და ბავშვთა უსაფრთხო მოვლის გაუმჯობესება, მშობლებისა და მომვლელების ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პედიატრიული კვლევების ხელშეწყობაა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე“.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ მიღწევებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო მზად არის სამედიცინო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სამომავლოდ, პაციენტთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
პერინატალურ, ნეონატალურ თუ პედიატრიულ მიმართულებებში, პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ. პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა, ამ მიმართულებებით, სახელმწიფოს ხედვებსა და არსებულ პროგრამებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. იმსჯელეს ჩვილთა, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოდ მოვლისთვის ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1758122497
ახალი ამბებიპრემიერი: ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ცხადი დანაშაულის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მე...
1758121544
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, არავინ მისცემს ამის საშუალებას
თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1758120620
ახალი ამბებიშსს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირიდა...
1758118895
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ, სტარტაპების განვითარება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია
„ქუთაისში ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგე...
1758118067
ახალი ამბებითაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...