არჩილ გორდულაძე: საიუბილეო მეათე არჩევნებში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „სახელოვნად“ დამარცხდება

ის ვიცი ნამდვილად, რომ დაუმრგვალდებათ დამარცხებების რაოდენობა - საიუბილეო მეათე არჩევნებში „სახელოვნად“ ( მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) დამარცხდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ისინი მოქმედებენ გარე პატრონების დავალებებით.
„მათ შორის „[მოქმედებენ] ე.წ. ელჩების დავალებებით, რადგან არაფერი სცხიათ ამ ელჩებს დიპლომატიის. მაგალითად, გერმანიის ელჩი, ვხედავთ, რომ ერთი ჩვეულებრივი აქტივისტია „ნაციონალური მოძრაობის“. საქართველოს მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, შესაძლებელია, რომ სიაშიც კი ჩაწეროს „ლელომ“, ან გახარიამ. სასამართლოებს ესწრება, პირდაპირ ერევა, აღარ აინტერესებს დიპლომატიური ეთიკაც. რაც ახლა მე ვისაუბრე, ფაქტებია. მაგალითად, ესწრებიან, თუ არა ელჩები სასამართლო სხდომებს, რომელიც ქართულად იწარმოება. თარჯიმანი არ ჰყავთ და რა არის მათი ფუნქცია სასამართლოზე ყოფნის, თუ არა მოსამართლეზე ზეწოლა? მაგალითად, ასევე ის, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან დაქირავებული აქვს კერძო საკუთრება და იქ ცხოვრობს. ეს მოვიგონეთ? ვენეციის კომისიის დარღვევა არ არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან კერძო სამართლებრივი ურთიერთობაში არ უნდა შეხვიდე? ესეც მოგონილი ფაქტია?“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამასთან, ოპოზიციაზე საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ და სინამდვილეში არც გაყოფილან.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორ პარტიას - „ნაცებს“ და „ახალ ნაცებს“, ხოლო, მეორე მხრივ, ლელოელი „ნაცები“ და გახარიელი „ნაცები“ გაიყვნენ. რეალურად ეს გაყოფა საერთოდ არც მომხდარა. ერთის დავალება არის, რომ მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინონ, ხოლო მეორეს დავალება არის, რომ უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური აქტივობების ისტორია, ლელოელებმა და გახარიელებმა და ისინი გარიცხულები უნდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისგან“, სისხლიანი რეჟიმისაგან“, - განაცხადა გორდულაძემ.
1758129486
სპორტივახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ - პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე კვლავ დაუმარცხებელია. ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეოთ...
1758127377
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარ...
1758125796
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა
ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ...
1758123751
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპე...
1758122497
ახალი ამბებიპრემიერი: ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ცხადი დანაშაულის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მე...