გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ტარდება და განსაზღვრავს ზღვის წყლის პარამეტრებს: 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1758087600
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა
დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ...
1758087485
საზოგადოება„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“ - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე
„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. საქმე ეხება 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის...
1758087161
ახალი ამბები624 მლნ. დოლარისა და 35 მლნ. ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს
624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ...
1758055969
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა
„4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოქალაქეების უმეტესობას რევოლუციის...
1758055432
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...