მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო.

20 გამარჯვებული სტარტაპი სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა გამოავლინეს. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მეთოთხმეტედ გამართა. სულ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, ჯამურად, 264 სტარტაპმა 43.5 მლნ. ლარის დაფინანსება მიიღო, აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მლნ. ლარი შეადგინა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. „ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სიმწიფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, მთავრობამ საქართველოს ბაზარზე ამერიკული და ევროპული წამყვანი 4 აქსელერატორი შემოიყვანა. „აქსელერაციის პროგრამა თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელებაა. ის წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. პროგრამა ადგილობრივ სტარტაპებს წვდომას მისცემს გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე კიდევ ერთ ინიციატივას გაუსვა ხაზი - სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპებისთვის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შევა - სტარტაპები სამი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 0%-იანი საგადასახადო განაკვეთით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტარტაპების გარდა, უნიკალური საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და კვლევასა და განვითარებაზე (R&D) ორიენტირებული კომპანიები.

ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - ამერიკული Plug and Play, 500 Global და Founder Institute, აგრეთვე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი, დანიური Startupbootcamp - ი, ადგილობრივი სტარტაპებისგან განაცხადების მიღებას 2026 წლის დასაწყისიდან დაიწყებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758121544

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, არავინ მისცემს ამის საშუალებას

თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1758120620

ახალი ამბები

შსს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირიდა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1758118895

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ, სტარტაპების განვითარება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია

„ქუთაისში ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგე...

ირაკლი კობახიძე

1758118067

ახალი ამბები

თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

პროკურატურა

1758116307

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა, შემდეგ პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა

გიორგი გახარია გაქცეულია. „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა. შემდეგ პარტია ჩამ...

შალვა პაპუაშვილი