არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ, ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ
„ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, „ნაცი“ რომ „ნაცია“ ამას არ სჭირდება ხელახლა თქმა ქართული საზოგადოებისთვის.
„მგონი, ძალიან უინტერესო საკითხია „ნაცმოძრაობაში“ ვინ რა სკამს გაიყოფს და არ გაიყოფს. აქ ხომ რეალობა მარტივია, რომ ნებისმიერი მათი პოზიცია უბრალოდ საკუთარი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არის. ახლა, უბრალოდ თავს იწონებენ, თავიანთი პატრონების წინაშე ვინ უფრო უკეთ შეძლებს მათი დავალების შესრულებას. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც რომელს ექნება უფრო აქტიური.
ზუსტად იგივე იყო ხაბეიშვილის შემთხვევაში, იგივე იყო მელიას შემთხვევაში. ახლა ქალბატონი თინა ბოკუჩავას სახით გვაქვს იგივე შემთხვევები. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ.
ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. შემდეგ მიიღებენ დავალებას, რომ კონკრეტულად ერთი საკითხია აუცილებლად გასატანი ნიუსის სახით, ან კონკრეტული ქვეყნის დამაზიანებელი ნაბიჯებია გადასადგმელი, კიდევ უფრო მეტად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და შემდეგ დაირაზმებიან ხოლმე როგორც მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს სჩვევიათ, ჩამოდგებიან, ერთსა და იმავეს აკეთებენ.
„ნაცი“ რომ „ნაცია“ ამას არ სჭირდება ხელახლა თქმა ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომაც არის, რომ უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევნებში. ამავე დროს, ეს მცდელობა გაერთიანებებისა და გაყოფისა, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია, რომ „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ როგორმე გასუფთავდნენ. ჩამოეწმინდოთ მათ ეს უმძიმესი პოლიტიკური ლაქა, რომელსაც „ნაცობა“ და კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია. ამ პატარა შოუს და მასკარადს ვხედავთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1773323292
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელზე: რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო. წავიდნენ და თვითონ რეგისტრირდებიან უცხო ქვეყანაში
საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან...
1773321887
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მ...
1773321144
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1773320808
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ...
1773320378
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დარბაზ...


























