გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს იმ მიღწევებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„მარიანის მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია რას ფიქრობს კონკრეტული ევრო ბიუროკრატი და მეორეა რა სჭირდება ევროკავშირს და ქართველ ხალხს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს სრული თანხვედრა.

საინტერესო საუბარი გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან, დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა შარშან კონკრეტული რეზოლუციის პროექტში, ამ შემთხვევაში გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ნაყოფიერი საქმიანობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773321144

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1773320808

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ...

გოგა ხაინდრავა

1773320378

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დარბაზ...

თინათინ რუხაძე

1773319473

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის...

სურსათის ეროვნულ

1773318913

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა. ქართულ მხარეს მას ამისთვის არ უთხოვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ...

სიმხეთის პრემიერი