ლევან მახაშვილი ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე: აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ

აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე საუბრისას.

მახაშვილის თქმით, ისინი თავს წარმოადგენენ თითქოს ქართულ ინტერესებს ახორციელებდნენ და არაფერ შუაში იყვნენ უცხოურ ძალებთან.

„პირდაპირ ამ ფორმით ისინი აღიარებენ, რომ არათუ მათ ინტერესებს ახორციელებენ, თავად ხდებიან უცხოური ძალები ამ ნაწილში. აქ მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართველი ხალხის ნებისა და ნებართვის, თანხმობის გარეშე ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ.

ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის თინა ხიდაშელმა, მათმა კოლეგებმა რაღაც მორალი უკითხონ საქართველოს ხელისუფლებას, მოსახლეობას თუ ა.შ. სწორედ ამ ლეგიტიმურ კითხვებს უნდა გასცენ უპირველესად პასუხი და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ მათი თითოეული ნაბიჯი არის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვით ნაკარნახევი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773321887

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1773321144

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1773320808

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ...

გოგა ხაინდრავა

1773320378

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დარბაზ...

თინათინ რუხაძე

1773319473

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის...

სურსათის ეროვნულ