გურამ მაჭარაშვილი: „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან ეხმაურება „ეუთო ოდირის“ დასკვნას.
ის იხსენებს ორგანიზაციის მიერ წარსულში გაკეთებულ შეფასებებსაც და ამბობს, რომ „ეუთო ოდირი“, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რიგ შემთხვევაში ინარჩუნებს ობიექტურობას. მაჭარაშვილის აზრით, ეს დადასტურდა ეუთო ოდირის მიერ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის შეფასებისასაც.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, რა თქმა უნდა, „ეუთო ოდირმა“ დაგმო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაითვალისწინა რადიკალური ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. არ დაგვავიწყდეს, ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს, მონაწილეობას იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ეუთო ოდირმა“ გაიმეორა ის, რასაც „ხალხის ძალა“ წლების მანძილზე ამბობდა.
„პირველ რიგში, საზოგადოებას შევახსენოთ „ეუთო ოდირის“ დასკვნა 2024 წლის არჩევნებზე: მათ დაწერეს, რომ არჩევნები მცირე ხარვეზებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სამართლიანად შედგა. ეს დასკვნა გააპროტესტეს და შეიძლება ითქვას, თავზე გადაახიეს „ეუთო ოდირს“ ნაცმოძრაობამ, მისმა ფილიალებმა და მათმა პატრონებმა. მერე „ეუთო ოდირის“ გენერალური მდივანი შეურაცხყვეს, როცა აქ ჩამოვიდა, რუსეთუმე ეძახეს. იგივე მოხდა 2025 არჩევნების დროს და ახლა უკვე, როცა „ეუთო ოდირმა“ რეალურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, ცივი წყალი გადაესხა რადიკალურ ოპოზიციას.
4 ოქტომბერს მთავრობის დამხობის მცდელობა რომ ჰქონდათ, მოინდომეს ამ პროცესის ორღობის რევოლუციად გასაღება - თითქოს პრეზიდენტის ღობე იყო დამნაშავე, თითქოს ღობემ მოიწვია ასეულობით ადამიანი პრეზიდენტის სასახლესთან, მერე თვითონ შეირყა ღობე და თვითონ წაიქცა. ეს ხალხიც ღობემ შემოუშვა და მოახდენინა დამხობის მცდელობა, ეს ხალხი კი თითქოს არ მიდიოდა რევოლუციაზე. აღნიშნული, რა თქმა უნდა, „ეუთო ოდირმა“ დაგმო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაითვალისწინა რადიკალური ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. არ დაგვავიწყდეს, ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს, მონაწილეობას იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში - პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა.
გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, სიმართლე ძლიერია. „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა. დანარჩენი ორგანიზაციები, ვგულისხმობ ბიუროკრატიას, ევროპარლამენტიდან დაწყებული და კომისიებით დამთავრებული, ძალიან უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, „ეუთო ოდირის“ დასკვნის თანახმად, ქუჩის განცხადებები არაა ალტერნატივა და არჩეული პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში, იქ ჰქონდეთ დიალოგი სხვებთან. რეალურად, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით ამ წლების განმავლობაში, იგივე გაიმეორა ეუთო ოდირმაც“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1773326348
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ, ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ
„ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ...
1773326046
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს
ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა". დეპუტა...
1773325107
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება
„ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავდასხმა დემოკრატიის მთავარ პრინციპზე და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა...
1773324189
საზოგადოებალევან მახაშვილი ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე: აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ
აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავ...
1773323292
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელზე: რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო. წავიდნენ და თვითონ რეგისტრირდებიან უცხო ქვეყანაში
საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან...




























