არჩილ გორდულაძე: თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება

„ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავდასხმა დემოკრატიის მთავარ პრინციპზე და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მარკეტა გრეგოროვაზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება. მაგრამ თუ იცის და მაინც ასე საჯაროდ იტყუება, ეს კიდევ მეორე უბედურებაა.

„ამ ქალბატონმა უნდა აირჩიოს ამ ორი უბედურებიდან მის თავს რა არის დამტყდარი და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. „იმედის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც აჟღერებს სიმართლეს და საუბრობს ფაქტებზე, სრული მხარდაჭერა აქვს მაყურებლისგან. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ტელევიზიაზე, აქ საუბარია თავისუფალ სიტყვაზე. კეთილი ინებონ და სხვა, თუნდაც ევროპული ტელევიზიები დაასანქცირონ, რადგან რასაც ისინი საუბრობენ, ამას აჟღერებს „იმედიც“.

აქ არის მარტივი პიარული სვლები, რომ როგორმე ჩვენს საქმეებში, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზეწოლა მოხდეს და განცხადებების გასაკეთებლად რაიმე საფუძველი ჰქონდეთ. ზუსტად იგივე პრინციპი იყო BBC-ის ე.წ. ფილმი და ჩვეულებრივი დეზინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ როგორმე ასეთი ნიუსების ერთობლიობა გაჩნდეს, რომელზე დაყრდნობითაც კიდევ უფრო მეტად მძიმე გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ექნებათ, რომ დაისაჯოს ქართული საზოგადოება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ „ქრონიკის" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ მათ ევროპარლამენტში მუშაობა უნდა ეკრძალებოდეთ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773321887

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1773321144

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1773320808

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ...

გოგა ხაინდრავა

1773320378

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დარბაზ...

თინათინ რუხაძე

1773319473

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის...

სურსათის ეროვნულ