არჩილ გორდულაძე: რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირი რუს ბიზნესმენებს უუქმებს სანქციებს, მეორე მხრივ კი, ვისმენთ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლაზე, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსთან მიმართებით განცხადებები პოლიტიკურია.
გორდულაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების მიზანია საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვისმენთ, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთი შემოდის, რაც აბსოლუტური ტყუილია. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მადლობას ვიღებთ, როგორც ევროკავშირის შესაბამისი წარმომადგენლისგან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისგან. მეორე მხრივ, რუს ბიზნესმენებს უუქმებენ სანქციებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია არასწორი და არათანაბარი მიდგომის. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სურთ, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. არჩეული, თუ არ არჩეული თანამდებობის პირები ასეთი სიცრუის გავრცელებაში არაერთხელ არიან მხილებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1790154295
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს
„პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ...
1790153230
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატ...
1790151396
საზოგადოებაცესკოს პრესსპიკერი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს...
1790151287
ახალი ამბები25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს....
1790149169
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება
„ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება“, - განაცხადა...


























