ცესკოს პრესსპიკერი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს პრესსპიკერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებთან კონკრეტული დეზინფორმაციული შინაარსის მაგალითები განიხილა და მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სტრატეგიული მიდგომები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე არაერთი კითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790141715

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლიუ ვეის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, შეხვედ...

მარიამ ქვრივიშვილი

1790140487

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ევროპული სტრუქტურები საკუთარ ფუნდამენტურ...

გურამ მაჭარაშვილი

1790139389

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ

„რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790110142

ახალი ამბები

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, სოფელ ბირინცი ქოსალის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძ...

ავარია ავარია

1790109665

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი...

ერდოღანი ერდოღანი