არჩილ გორდულაძე: ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს
„პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამაზე არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო.
„მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურებისა და ერების დაკავშირებას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს.
ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე.
ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.
1790146345
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე აფხაზეთი უნდა დავთმოთო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად „მტრები“ არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის...
1790145104
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომად...
1790141715
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლიუ ვეის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედ...
1790140487
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ევროპული სტრუქტურები საკუთარ ფუნდამენტურ...
1790139389
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ
„რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვ...





























