არჩილ გორდულაძე: შევიტანეთ სარჩელი BBC-ში, თუ არ დაკმაყოფილდება, განხილვა გაგრძელდება იქაურ კომუნიკაციების ბიუროში, თუ არც იქ დაკმაყოფილდება, სასამართლოში - ვიტოვებთ უფლებას, სტრასბურგის სასამართლოშიც გავასაჩივროთ

შევიტანეთ სარჩელი BBC-ში, თუ არ დაკმაყოფილდება, განხილვა გაგრძელდება იქაურ კომუნიკაციების ბიუროში, თუ არც იქ დაკმაყოფილდება, სასამართლოში. შემდეგ ვიტოვებთ იმის უფლებას, სტრასბურგის სასამართლოშიც გავასაჩივროთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარს ეხმაურება.

„ეს არის ტყუილების კასკადი, რომელიც ვიხილეთ BBC-ის ფილმში. არ არსებობს სტანდარტი, რომელიც BBC-მ არ დაარღვია. უნდოდათ, შეექმნათ მოცემულობა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური ინსინუაციები და საქართველოზე დარტყმა იქნებოდა. კრიტიკას ვერ უძლებს ეს ზღვა ტყუილები. საკითხი ეყრდნობა ჩახუნაშვილის, ბაჩიაშვილის და სხვა პირების მოსაზრებებს. უნდოდათ, შექმნილიყო აღქმა, თითქოს საქართველოში გამოიყენეს „კამიტი“. არ მესმის, როგორ შეიძლება, არსებობდეს საქართველოში მოქალაქე, რომელიც როდესაც იგებს, რომ ხელისუფლებას აბრალებენ ასეთ უმძიმეს დანაშაულს, ელემენტარულად აღშფოთებასაც არ გამოხატავს, ეთანხმება და ახსენდება, რომ ერთი წლის წინ მის თუთიყუშს ბუმბული დასცვენია და ძაღლი გაბრაზებია პატრონს. ეს იარაღი რომ გამოეყენებინათ საქართველოში, მერწმუნეთ, ბევრი ფატალური შედეგი დადგებოდა.

აუცილებელია, საერთაშორისო დონეზეც დადასტურდეს BBC-ის ტყუილები, როგორც, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმეში, მელიას საქმეში და გვარამიას საქმეში დადასტურდა ქართული სახელმწიფოს უდანაშაულობა. ყველანაირი მექანიზმი უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ სამართლებრივადაც, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს შესაბამისი პროცედურა. შევიტანეთ სარჩელი BBC-ში, თუ არ დაკმაყოფილდება, განხილვა გაგრძელდება იქაურ კომუნიკაციების ბიუროში, თუ არც იქ დაკმაყოფილდება, სასამართლოში. შემდეგ ვიტოვებთ იმის უფლებას, სტრასბურგის სასამართლოშიც გავასაჩივროთ. ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა პლატფორმაზე“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768569070

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6961 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1768567444

ახალი ამბები

ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი: საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის

 „2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და ერთ-ერთი სტაბილურად მზარდი სეზონი“, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს Travel Door-ის გენერალური მენეჯერი თამ...

თამარ პაპავა

1768566234

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო

მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წ...

მთავრობა

1768566118

ახალი ამბები

თამარ ჩხეიძე: ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა

„პირდაპირმა ფრენებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორების ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურ...

თამარ ჩხეიძე

1768565416

ახალი ამბები

მახაშვილი: ევროკავშირმა ოთხი წელი აცადა ორ ქვეყანას, ერთმანეთი დაეხოცათ და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები

ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, როდესაც ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის ომი დაიწყო, ბრიუსელს პირველივე დღიდან უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები...

ლევან მახაშვილი