თამარ ჩხეიძე: ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა
„პირდაპირმა ფრენებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორების ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა“, - განაცხადა სასტუმრო პარაგრაფის გაყიდვების მენეჯერმა თამარ ჩხეიძემ.
მან, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ბაზრებზე და აღნიშნა მათი პოზიტიური გავლენა საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე გაყიდვებზე.
თამარ ჩხეიძის თქმით, უკვე დაგეგმილია 2026-2027 წლების ვიზიტებიც, რაც მათ ბაზარზე პოზიციონირებას ხელს მეტად შეუწყობს. ასევე, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩანიშნულია დიდ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებაც.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
1768562943
მსოფლიოBloomberg: ტრამპი ფიცოს 17 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 17 იანვარს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სასახლეში შეხვდება, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ფიცოს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება....
1768561816
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით
ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორისაა საბერძ...
1768561312
ახალი ამბებისოფო აზარაშვილი საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებასთან დაკავშირებით: ტურიზმის მზარდი სტატისტიკა ბიზნესს მეტ მოტივაციას გვაძლევს
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოში 7,803,239...
1768560510
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება
ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტე...
1768559262
ახალი ამბებივაჟა სირაძე - რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია
შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვა...































