ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი: საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის
„2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და ერთ-ერთი სტაბილურად მზარდი სეზონი“, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს Travel Door-ის გენერალური მენეჯერი თამარ პაპავა, რითაც 2025 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებას ეხმიანება.
მისი განცხადებით, მსგავს წარმატებას ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგიულად დაგეგმილმა კამპანიებმა შეუწყო - აქტიური მარკეტინგული აქტივობები დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.
„წლის განმავლობაში, ქვეყანამ 6 მილიონამდე ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა მოგზაურებისთვის. აღნიშნული ზრდა, რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა სხვადასხვა ბაზრიდან. ვიზიტორებს ვიღებდით ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპიდან და სხვა პრიორიტეტული ბაზრებიდან. ტურისტული ნაკადის ზრდას ველით 2026 წლისგანაც“, - აღნიშნა თამარ პაპავამ.ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
1768565416
ახალი ამბებიმახაშვილი: ევროკავშირმა ოთხი წელი აცადა ორ ქვეყანას, ერთმანეთი დაეხოცათ და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები
ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, როდესაც ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის ომი დაიწყო, ბრიუსელს პირველივე დღიდან უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები...
1768563851
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია
„კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გავლენას ახდენს როგორც ბიზნესგარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობასა და სენტიმენტებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნე...
1768562943
მსოფლიოBloomberg: ტრამპი ფიცოს 17 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 17 იანვარს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სასახლეში შეხვდება, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ფიცოს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება....
1768561816
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით
ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორისაა საბერძ...
1768561312
ახალი ამბებისოფო აზარაშვილი საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებასთან დაკავშირებით: ტურიზმის მზარდი სტატისტიკა ბიზნესს მეტ მოტივაციას გვაძლევს
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოში 7,803,239...





























