armenpress: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს, ასევე, დაკავებულია მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის ალიანსის“ ლიდერის, რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ მისამართებზე ჩხრეკა ტარდება.

„გაცნობებთ, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციულ კომიტეტში კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები ტარდება“, - ნათქვამია ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში.

რობერტ ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა ბაგრატ მიკოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი დღეს დილით ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები რობერტ ქოჩარიანის ვაჟების, ლევონ და სედრაკ ქოჩარიანების საცხოვრებელ ბინებში შევიდნენ.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787640061

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ცენტრის ცნობით, იმის გასაგებად, მოიპოვა თუ...

გამოცდები

1787638888

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე...

ამინდი

1787636482

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ, ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1787635577

მსოფლიო

პიტ ჰეგსეთი: აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დარტყმებს ჰორმუზის სრუტის ნების...

პიტ ჰეგსეთი

1787634078

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული...

აშშ-მა ირანი