ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
ცესკოს ხელმძღვანელი პირები არჩევნებს ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით, აკვირდებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვას დედაქალაქის მასშტაბით დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა არჩევნებს ადმინისტრირება 70 000-ზე მეტმა ადმინისტრატორმა, 12 000-ზე მეტ უბანზე გაუწია, შესაბამისად არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაო განხორციელდა. მისი თქმით, პროცესი ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხითა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობით გამოირჩეოდა.
„საარჩევნო უბნებზე დაკვირვებამ მოგვცა შესაძლებლობა, უშუალოდ გავცნობოდით კენჭისყრის ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესს. ჩვენი დაკვირვების ფარგლებში პროცესი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კომისიის წევრების მზადყოფნით და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის სათანადო დონით. ამასთან, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი დაკვირვება ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების სრულფასოვანი შეფასების საფუძველს არ წარმოადგენს. ასეთი ვიზიტების მთავარი ღირებულება არის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგის გაძლიერება საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, როსტისლავ კონიაშკინს შეხვდნენ. ცესკოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილესთან ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა სამთავრობო სერვისებსა და არჩევნებში სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენება. ყაზახურმა მხარემ ცესკოს ხელმძღვანელ პირებს ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ ასევე შეხვედრა გამართეს ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან, კონსულ თემურ ტარტარაშვილთან და საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელთან.
საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 23 აგვისტოს გაიმართა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა პროცესს მონიტორინგი 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 60-მდე დელეგატმა გაუწია.
ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, ყაზახეთში, პირველ საყოველთაო არჩევნებში ერთპალატიანი პარლამენტის 145 დეპუტატი პროპორციული სისტემის საფუძველზე აირჩიეს.
1787640515
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია
სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე...
1787640061
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ცენტრის ცნობით, იმის გასაგებად, მოიპოვა თუ...
1787638888
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე...
1787636482
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ, ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტ...
1787635577
მსოფლიოპიტ ჰეგსეთი: აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დარტყმებს ჰორმუზის სრუტის ნების...































