აშშ-ში შესასვლელად ციფრული ისტორიის წარდგენა სავალდებულო გახდა

აშშ აწესებს ახალ ზომებს იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, კერძოდ, აუცილებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და ბოლო ხუთი წლის სოციალური ქსელების ანგარიშების მონაცემების წარდგენა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

აშშ-ში შესასვლელად, 2026 წლის 8 თებერვლიდან, აღარ არის საკმარისი მხოლოდ ESTA-ს (მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა) გაფორმება. ამიერიდან, ასევე აუცილებელია ბოლო ხუთი წლის სოციალური ქსელების ისტორიის, ყველა ანგარიშისა და ტელეფონის ნომრის, ისევე როგორც ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართების წარდგენა.

გარდა ამისა, აშშ-ის საბაჟო სამსახური ასევე ითხოვს ოჯახის წევრების პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღსა და ადგილს, ასევე, მათ მისამართს. ინფორმაციის ამგვარი შეგროვების საფუძველია დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის იანვარში ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულება, სახელწოდებით „ამერიკის შეერთებული შტატების დაცვა უცხოელი ტერორისტებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის არსებული სხვა საფრთხეებისგან“.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის ტურისტებს შესაძლოა, უარი ეთქვათ აშშ-ში შესვლაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770659027

ახალი ამბები

სიიარტო: უნგრეთი და საქართველო - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ტალღას, გარე ზეწოლასა და უცხოური ინტერესების თავსმოხვევას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც მხოლოდ ის ქვეყნებ...

პიტერ სიიარტო

1770657993

ახალი ამბები

სტუ-ს ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე - „ჩვენ რეფორმის მხარდამჭერები ვართ, ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა, ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარვმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდ პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს“

„პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა, ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარვმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდი პატრიოტიზმზე და მის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ ტექნიკური უ...

თამარ ლომინაძე

1770656669

ახალი ამბები

სიიარტო: უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან - უკრაინა არა მხოლოდ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ მისთვის საფრთხესაც წარმოადგენს

„ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770654075

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს - მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის

„ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით“, - განაცხადა საქართველო...

მაკა ბოჭორიშვილი

1770653394

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: მივაღწიეთ შეთანხმებას - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები მილევად რეჟიმში გადავა

„შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტე...

გივი მიქანაძე