სიიარტო: უნგრეთი და საქართველო - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ტალღას, გარე ზეწოლასა და უცხოური ინტერესების თავსმოხვევას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ ძალის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც შეინარჩუნებენ სუვერენიტეტს და არ დაუშვებენ საკუთარი თავის გარედან დაშანტაჟებას. უნგრეთი და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნებია: ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ტალღას, გარე ზეწოლასა და უცხოური ინტერესების თავსმოხვევას“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტია, „ჩვენ ყოველდღიურად მოგვიწევს წინააღმდეგობა გავუწიოთ ზეწოლას, შანტაჟსა და პროვოკაციებს“.
„ვერც უნგრეთის და ვერც საქართველოს სუვერენული ეროვნული მთავრობების გატეხვა აქამდე ვერ მოხერხდა და ჩვენ არც მომავალში დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, - დასძინა პიტერ სიიარტომ.
1770653394
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მივაღწიეთ შეთანხმებას - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები მილევად რეჟიმში გადავა
„შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტე...
1770652633
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: პრემიერ-მინისტრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პატივი სცა ორივე უნივერსიტეტის ისტორიას და მათ ავტონომიას
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ისეთად, როგორიც გვახსოვს მრავალი წლის განმავლობაში“, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლი...
1770651433
ახალი ამბებისტუ-ს პროფესორი თალიკო ჟვანია - „დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვართ“
„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 2 საათ-ნახევრის განმავლობაში მოისმინა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა და მან მიიღო ი...
1770650855
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამისთვის ვიბრძვით - მადლიერი ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების, ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ
„საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ისინი უკვე ძალიან სოლიდური და მტკიცეა. ჩვენ დავნერგეთ უმაღლესი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და გვაქვს შეხვედრები ყოველ...
1770649464
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია, შესაბამისად, გაურკვეველია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ამხელა ფასნამატები
ჩვენი საგადასახადო სისტემა რომ ავიღოთ გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია, შესაბამისად, გაურკვეველია, საიდან შეი...































