აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„5 მარტს, დაახლოებით შუადღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე დაეცა, ხოლო მეორე - შეკარაბადის სოფელში მდებარე სკოლასთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შეტევას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარეობდა, რის შედეგადაც დაზიანდა აეროპორტის შენობა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772701126

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report.az ავრცელებს. აზერბაიჯანმა...

 აზერბაიჯანში

1772699895

ახალი ამბები

მედია: ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპი...

ირანმა აზერბაიჯანი

1772698988

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს. მისი თქმით, ირანს კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შე...

კაია კალასი

1772698340

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: თინა ხიდაშელი უკვე გაშიფრული და აღიარებული აგენტია, მათ უნდათ, რომ საქართველო საკუთარ პატრონებს ხონჩით მიართვან

ხიდაშელი უკვე გაშიფრული და აღიარებული აგენტია, რომელიც უცხო ძალების ინტერესებს იცავს და საქართველოს ინტერესები საერთოდ არ აინტერესებს, პირიქით, მას რომ შესაძლებლობა მისცე, დღესვე საქართველოს ცეცხლს წა...

რატი იონათამიშვილი:

1772697370

საზოგადოება

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თამაშებში ბოიკოტის გამოცხადების არანაირი საფუძ...

კახა კალაძე