რატი იონათამიშვილი: იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარაათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, ბულინგის გზას ვინც ადგას, უხერხულია - მონაწილეობასაც მივიღებთ და უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს! ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის, - წერს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს, თუმცა, იონათამიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე საქართველო არავის გახსენებია დღეს ბოიკოტში მონაწილე ქვეყნებიდან.
"ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს!
ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის.
ის ქვეყნები კი, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არიან: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია და კიდევ 34 ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს.
სხვათაშორის, 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის ნაკრებს რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიეღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობს საკითხი დაიხურა.
ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით. ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდე ბოიკოტით აღტკინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, ეს ნამდვილად უხერხულია.
გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
წარმატება ჩვენს გმირ ქართველ პარა ათლეტებს!" - წერს რატი იონათამიშვილი.
1772691887
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული...
1772688815
მსოფლიო„ცაჰალმა“ გვიან ღამით ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გვიან ღამით ირანის ქალაქებში ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ ა...
1772688080
საზოგადოებარიადიდან ავიარეისით თბილისში 171 მგზავრი დაბრუნდა
რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდა...
1772687385
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული შეტევის ახალ კადრებს აქვეყნებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ ამერიკელი სამხედროები...
1772687103
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტთან შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები
„დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის უ...




























