ნათია თურნავა: საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს ბანკი“, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი და წარმოდგენილია ისეთ გლობალურ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა - HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

„ვულოცავ „საქართველოს ბანკს“ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს არის მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ქართული საბანკო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის.

სწორედ ქართული საბანკო სექტორი არის ბოლო პერიოდში არაერთი გავლენიანი სარეიტინგო კომპანიისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი. ეროვნული ბანკი როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მდგრადი, სანდო და მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა. ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა, მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რეგიონული გაფართოება და სხვა.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა. 2012 წელს კი იგი FTSE 250-ის წევრი გახდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772702113

ახალი ამბები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „5 მარტს, დაახლოებით შუ...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

1772701781

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს მასკატიდან შესრულდება

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართვ...

საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება

1772701126

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report.az ავრცელებს. აზერბაიჯანმა...

 აზერბაიჯანში

1772699895

ახალი ამბები

მედია: ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპი...

ირანმა აზერბაიჯანი

1772698988

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს. მისი თქმით, ირანს კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შე...

კაია კალასი