ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები, დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს, პატარა შემსყიდველს და ხშირად შესასყიდი ფასები არის უფრო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაში, თამაშის წესებს ისინი კარნახობენ

„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“, - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ „რა კომპონენტებია, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და სად ფიქრობს, რომ შეიძლება ოპტიმიზაცია გაკეთდეს“, ბურდული აღნიშნავს, რომ მარკეტინგის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, „გარე ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული“.

ბურდული, ასევე, საუბრობს, რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას და ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ასევე, ამბობს, რომ დისტრიბუტორი ფასებს თავისი ნებით ვერ გაზრდის.

„პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, ლოგისტიკური მიმართულებით - საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეს არის. კონკურენციიდან გამომდინარე განუზომლად ვერ გაიზრდება ფასნამატი იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. 2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა მაქსიმუმ 2%-ით, ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც ამ ფარგლებში თამაშობს 3%-დან 5%-მდე „ებიტაჟში“, - აღნიშნავს ბურდული. ასევე, ის, რომ პროდუქტი, მაგალითად, საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამას მწარმოებლის ფასები განაპირობებს.

„სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. ხშირ შემთხვევაში არის როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, ან თურქეთი და სხვა, ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოხსენებულ ქვეყნებთან მიმართებით. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის და მაქსიმალურად ხდება შეძლებისდაგვარად შემცირება, თუმცა, საბოლოო ჯამში თამაშის წესებს ისინი კარნახობენ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბურდულმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე

1779088108

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1779086730

ახალი ამბები

საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...

 სულხან თამაზაშვილი

1779086001

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...

მეთადონი

1779085233

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა