გია ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული.

ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772703526

საზოგადოება

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები, დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს, პატარა შემსყიდველს და ხშირად შესასყიდი ფასები არის უფრო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაში, თამაშის წესებს ისინი კარნახობენ

„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე,...

ნიკოლოზ ბურდული

1772702113

ახალი ამბები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „5 მარტს, დაახლოებით შუ...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

1772701781

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს მასკატიდან შესრულდება

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართვ...

საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება

1772701126

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report.az ავრცელებს. აზერბაიჯანმა...

 აზერბაიჯანში

1772699895

ახალი ამბები

მედია: ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპი...

ირანმა აზერბაიჯანი