ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

 ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ბავშვებთან ერთად აანთო.

დღესვე, ევროპის მოედანზე გაიხსნა საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილიასამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები. დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობები, წარმოდგენა-პერფორმანსები და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება. დღეს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ხულოსა და შუახევში. ხოლო, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766237135

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პ...

პროკურატურა

1766236408

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზობას ოჯახური ვახშამი იყო გულწრფელი საუ...

საქართველოს პრეზიდენტი

1766232811

ახალი ამბები

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული, - აღნ...

გიგა ავალიანი

1766230733

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე. ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი, საით მიაქანებენ ევროპას

„ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის...

გიორგი სოსიაშვილი

1766228393

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევიან ევროჩინოვნიკები იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც მათ სურთ

„ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევა ევროჩინოვნიკები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის ანგარიშ...

დავით მათიკაშვილი