შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე); შეკრების ჩატარების ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;

👉 შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი

👉 შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი

👉 შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი

👉 შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766240807

საზოგადოება

ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში მის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მეუღლის სტუმრობის შესახებ წერს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში მის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მეუღლის სტუმრობის შესახებ წერს. „დიდი პატივია ვუჩიჩების ოჯახისთვის საქართველოს პრ...

ალექსანდარ ვუჩიჩი

1766237135

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პ...

პროკურატურა

1766236408

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზობას ოჯახური ვახშამი იყო გულწრფელი საუ...

საქართველოს პრეზიდენტი

1766232811

ახალი ამბები

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული, - აღნ...

გიგა ავალიანი

1766230733

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე. ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი, საით მიაქანებენ ევროპას

„ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის...

გიორგი სოსიაშვილი