საპატრულო პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში, კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად. ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766241558

მსოფლიო

მარკო რუბიო: საგარეო დახმარების ახალი ეპოქა ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საგარეო დახმარების სფეროში ახალი ეპოქა დგება, რომელიც ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის. „საგარეო დახმარების ახალი ეპო...

 მარკო რუბიო

1766240807

საზოგადოება

ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში მის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მეუღლის სტუმრობის შესახებ წერს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში მის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მეუღლის სტუმრობის შესახებ წერს. „დიდი პატივია ვუჩიჩების ოჯახისთვის საქართველოს პრ...

ალექსანდარ ვუჩიჩი

1766237135

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პ...

პროკურატურა

1766236408

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზობას ოჯახური ვახშამი იყო გულწრფელი საუ...

საქართველოს პრეზიდენტი

1766232811

ახალი ამბები

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული, - აღნ...

გიგა ავალიანი