მიხეილ სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი.

„გამოძიება როდესაც მიმდინარეობს, საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამ გარემოების დადგენის ყველაზე კარგი, მაღალკვალიფიციური ინსტრუმენტი. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ეს ტალღა, რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც რაღაც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი.

საბედნიეროდ, მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა იქნეს ყურადღებით გამოძიებული ყველა ეს გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გამოძიება აბსოლუტურად სრულფასოვნად ჩატარდება, ყველაფერი კეთდება ამისთვის და ამ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა, ვისაც ბრალი მიუძღვის.

ყველა მკაცრი მოქმედება განხორციელდება, რაც სამართლებრივთან თავსებადი იქნება, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს ამ გამოძიებამ, ძალიან სწრაფად შეიძლება, რომ ყველაფერზე პასუხი გვქონდეს. ასეთია ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789804509

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევ...

ირაკლი კობახიძე

1789803393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

„მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექ...

ირაკლი კობახიძე

1789803346

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...

ირაკლი კობახიძე

1789802088

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვი...

ცოტნე ანანიძე

1789800221

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფო...

ცირკულარით ძებნილი პირი