კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს - ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია.

სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას; ნიშნავს შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას. დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება. დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა და ბედნიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით, გაცოცხლდეს ეს არეალი. 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

დღეს ვხსნით მორიგ, მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს - 2 400-ზე მეტი სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული ბინითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ თუნდაც ერთი ოჯახი ითხოვს მხარდაჭერას.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრსა და მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, რადგან მსგავსი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, სახელმწიფომ შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განასახლა, ხოლო ოთხ კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789803346

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...

ირაკლი კობახიძე

1789802088

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვი...

ცოტნე ანანიძე

1789800221

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფო...

ცირკულარით ძებნილი პირი

1789799801

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...

ცხელ კვალზე დააკავა

1789799220

ახალი ამბები

„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსა...

თამაზ ბორაშვილი