ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, საუბედუროდ, ის 10 პროცენტი მოღალატეები, დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს და არ ესმის ამ ხალხს. მათ ურჩევნიათ, ის დაფინანსებები მიიღონ, მერე ვიღაცა თავზე ხელს წამოარტყამს და მიშველეს კივიან, - ამის შესახებ მომღერალმა ბექა ჩხაიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ჩხაიძე აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა, არ უნდა იყოს დაჭერილი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან, გააკეთა ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებდა. ის მიმართავს საზოგადოებას, რომ გვერდში დაუდგნენ ხურცილავას და მხარდაჭერა გამოუცხადონ მას, ვინაიდან, საკითხი დგას ამგვარად: სამშობლოს ფეხქვეშ გათელვას თავჩახრილი მოუსმენს თუ არა საზოგადოება.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ანგელოზი ბიჭის ოჯახს მთელი გულისტკივილით. ენით აღუწერელი ტრაგედია მოხდა და უფალმა დაუმკვიდროს სამარადისო ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ იმ ანგელოზ ბიჭს.

რაც შეეხება ნიკო ხურცილავას, აუცილებლად გამოვუცხადოთ ამ ბიჭს გვერდში დგომა, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას და ეს ბიჭი არ უნდა იქნეს დაჭერილი. კიდევ ბევრი ნიკო ხურცილავა ჩვენს ქვეყანას, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა ამ ბიჭმა: შეხვდა იმ არაკაცს, იმ ფარჩაკს და წამოარტყა შიშველი ხელებით ქართულად, კაცურად და კიოდა [ოქრიაშვილი] ისე, რომ ქალისგან ფილმებში არ მინახავს ეგეთი კივილი.

აუცილებლად დავუდგეთ ამ ბიჭს გვერდში და დარწმუნებული ვარ, ის არ დაისჯება - საკითხი დგას ასე: კანონი და დასჯა, თუ შენი სამშობლოს ფეხქვეშ გათელვის მოსმენა და თავის ჩახრა. რა თქმა უნდა, არავინ შევეგუებით ჩვენი იდენტობის, ღირებულებების შეურაცხყოფას. რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, ზუსტად ისე იმოქმედა ამ ბიჭმა. დარწმუნებული ვარ, ის გათავისუფლდება, მაგრამ ჩვენი გაერთიანება კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს და გთხოვთ, ეს ვიდეო გააზიაროთ, ვინც მეთანხმებით, რომ ეს ბიჭი არ უნდა იყოს საპატიმროში.

იმ არარაობებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ამ სიბინძურეს შეეშვან, არავინ შეგარჩენთ თქვენ ჩვენი იდენტობის, ღირებულებების და ჩვენი სამშობლოს ღალატს ფულის ნაცვლად. გამხნევება ნიკო ხურცილავას და გვერდში დგომა დავანახოთ ყველამ, ვინც ვეთანხმებით და ვუდგავართ გვერდში. წარმატებები ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს“, - აცხადებს ბექა ჩხაიძე ვიდეო მიმართვაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784887635

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამ...

შემთხვევები

1784886525

ახალი ამბები

თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.   მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთ...

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები

1784885608

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი – თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა, რუსეთის გავლენებია, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია, მას განვითარება არ ექნება

„ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა...

ირაკლი ჭეიშვილი

1784883914

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ე...

მიხეილ ყაველაშვილი

1784883563

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობამ წარადგინა არგუმენტები, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა, იმედია, სანქციები არ ამოქმედდება

„ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი საწარმო არის კერძო კომპანია, შესაბამისად, მართვის პროცესში საქართველო არ ერევა, საქართველო აკონტროლებს იმას, რომ ამ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა ა...

ირაკლი ჭეიშვილი