მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!
რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენა საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება.
„როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თითქოს განვითარების.
ამას ვერ ეღირსებიან! ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა, იბრძოლა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე, ან ვიღაცას მოეწონება თუ არ მოეწონება, იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა? ეს დამთავრებული ეტაპია.
უბრალოდ, ვიღაცებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე და საზომი გითხარით, სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართველი საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია, რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა. იმიტომ, რომ ის სიძულვილის ენა, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს.
ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, ეს შეიგნონ, ვერცერთი ამ ტექნოლოგიური პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა თემების შემოტანით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1784881376
ახალი ამბებიბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას სა...
1784880322
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
„ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია!“, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. მისი განცხა...
1784880015
საზოგადოებასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან სოფიო იმერლიშვილთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკი...
1784878198
საზოგადოებამომსახურების სააგენტო: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგე...
1784877981
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა...


























