კახა კალაძე ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმებზე: ეს არის სრული სისულელე და ბლეფი

„ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.
მისი თქმით, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. როდესაც პოლიტიკაში ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია. მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია, რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.
„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1758302613
ახალი ამბებითინათინ რუხაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან მაკსატ მამიტკანოვთან. შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი...
1758300709
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე: ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან და ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოპ...
1758298944
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პ...
1758296466
ახალი ამბებიპრემიერი: დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს
„საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართვე...
1758294595
ახალი ამბებისაქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა. მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქა...