ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში ვკითხულობთ.
ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართულ საზოგადოებაზე, რომლის მოტყუება და ემოციებით მანიპულირება, მისი თქმით, უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, სამშობლოს რიგით ჯარისკაცად, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ქვეყნის სადარაჯოზე კვლავ იქნება.
„მოცემულობას ობიექტურად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ჩემდა საამაყოდ, საქართველოში შედგა საზოგადოება, რომლის მოტყუება, რომლის ემოციებით მანიპულირება არათუ მარტივი არაა, არამედ შეუძლებელია! დიახ, ასეთია დღეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!
პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!
ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.
1767193566
ახალი ამბებიკაია კალასი: მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს
რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალა...
1767191470
ახალი ამბებისუსის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ი...
1767189402
ახალი ამბებისუსი: თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქტივისტი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. „მო...
1767188549
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6951 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1767185584
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველას გილოცავთ 2026 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. „მადლობა 2025 წელს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენი...































