შალვა პაპუაშვილი: ვინც მისდევს ეროვნულ ინტერესებს ის იმარჯვებს და პირიქით, ის ვინც ღალატობს ეროვნულ ინტერესებს ის მარცხდება და ხდება დაქვემდებარებული
ვინც მისდევს ეროვნულ ინტერესებს ის იმარჯვებს და პირიქით, ის ვინც ღალატობს ეროვნულ ინტერესებს ის მარცხდება და ხდება დაქვემდებარებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც საკუთარი ეროვნული ინტერესები, სხვა ქვეყნების ინტერესებს დაუქვემდებარეს მათ აღარც მშვიდობის იმედი აქვთ, არც ეკონომიკური ზრდის ის ტემპები, რომელიც მათ ჰქონდათ, მომავალიც არ ჩანს მაინც და მაინც სახარბიელო, თუკი გავითვალისწინებთ იმ განგაშის ზარს, რომელიც უკვე შტატებისგანაც კი წამოვიდა ევროპის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საკანონმდებლო ორგანომ განსაკუთრებული ყურადღება ინსტიტუციური დახვეწის პროცესს მიაქცია.
„არადემოკრატიული, მათ შორის პროცედურები მოვაშორეთ ჩვენს კანონმდებლობას. მაგალითად, იყო ბევრი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებდა ხალხის მიერ არ არჩეული, უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანებისთვის გადამწყვეტი სიტყვის მიცემას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს არის ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხის, საკუთარ ეკონომიკურ მიღწევებში დარწმუნებული ბიზნესის ქვეყანა.
„ჩვენ დღეს ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხის, საკუთარ ეკონომიკურ მიღწევებში დარწმუნებული ბიზნესის და იმ მომავლის ქვეყანა, რომელმაც შეძლო და გამოიარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი, როდესაც ჩვენს კონტინენტზე უდიდესი ომი იმართება. იყო უდიდესი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ფიზიკური თუ ეკონომიკური განადგურების“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1767197366
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქა...
1767194347
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მშვიდობა და სიყვარული ყოფილიყოს შინ და გარეთ!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. „გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მშვიდობა და სიყვარული ყოფილიყოს შინ და გარეთ!“ – წერს პაპუაშვილი.
1767193566
ახალი ამბებიკაია კალასი: მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს
რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალა...
1767191470
ახალი ამბებისუსის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ი...
1767189402
ახალი ამბებისუსი: თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქტივისტი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. „მო...































