ბიძინა ივანიშვილი: სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ საახალწლო მიმართვაშია ნათქვამი.
როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, „ქართული ოცნება“ გაჩერებას არც 2026 წელს აპირებს, რადგან მათ უკან სამშობლო, ოჯახები, კულტურა და ტრადიციები დგას. ივანიშვილის თქმით, ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ყველა ის ღირებულება, რამაც ქართველი ერი დღევანდელ დღემდე მოიყვანა.
„რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი! სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა, დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!“ - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.
1767193566
ახალი ამბებიკაია კალასი: მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს
რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალა...
1767191470
ახალი ამბებისუსის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ი...
1767189402
ახალი ამბებისუსი: თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქტივისტი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. „მო...
1767188549
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6951 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1767185584
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველას გილოცავთ 2026 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. „მადლობა 2025 წელს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენი...































