ბოჭორიშვილი ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილში: ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო'სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყულევის პორტში არ იყო დაფიქსირებული სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავდა ან მიუთითებდა მოთხოვნების შეუსრულებლობაზე“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი დევიდ ო'სალივანს.

გარდა ამისა, წერილში საქართველოს პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის საქმის ერთგულია.

მაკა ბოჭორიშვილი ენერგომატარებლებით საერთაშორისო ვაჭრობაში ყულევის ტერმინალის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკას და მხარს უჭერს “შუა დერეფანს“.

„საქართველოს მთავრობის სახელით გიდასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ პრობლემების გადაჭრის საქმისადმი, რომელიც საზღვაო სფეროში არსებულ რისკებს უკავშირდება“, - წერს ბოჭორიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ო'სალივანი საქართველოს ეწვია, ახალი არხების შექმნის მეშვეობით საქართველომ და ევროკავშირმა სანქციების შესრულების კუთხით არსებული თანამშრომლობა განამტკიცეს. მაკა ბოჭორიშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სთავაზობს შეიქმნას სტრუქტურირებული ოპერატიული არხი, რათა ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან უფრო გაძლიერდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773138660

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც ბუნდესტაგში ხდება, გაარკვიონ, რაში იხარჯება მათი მოსახლეობის ფული

„ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, გერმანიაშიც და სხვაგანაც, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, მათი ინტერესი უნდა იყოს, რაში იხარჯება ეს ფული და ემსახურება თუ ა...

ლევან მახაშვილი

1773137261

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ყულევის პორტზე - დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს

„დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას“, - ამ განცხადებით პარლამ...

ლევან მახაშვილი

1773136098

ახალი ამბები

ნეაპოლის მახლობლად ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა

იტალიაში, ნეაპოლში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ANSA იუწყება. ბიძგები ადგილობრივი დროით 10 მარტს, შუაღამით დაფიქსირდა. გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1773135369

ახალი ამბები

მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

„მიუხედავად არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფე...

ლევან მაჭავარიანი

1773135229

ახალი ამბები

გია ხუხაშვილი: არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუსმა ჩემზე კარგად იცის

„არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო...

გია ხუხაშვილი - პოლიტოლოგი