ლევან მახაშვილი: ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც ბუნდესტაგში ხდება, გაარკვიონ, რაში იხარჯება მათი მოსახლეობის ფული
„ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, გერმანიაშიც და სხვაგანაც, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, მათი ინტერესი უნდა იყოს, რაში იხარჯება ეს ფული და ემსახურება თუ არა მათი მოსახლეობის ინტერესებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გაარკვიოს, ის თანხები, რომლების საქართველოში შემოდის, რა ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენთან კითხვები აღარ არსებობს, თუ რატომ შემოდის ეს ფული, სად და როგორ იხარჯება. იმედია, გერმანელები ამ საკითხებს გაარკვევენ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. გერმანიაში ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. სამწუხაროდ, წინა შემთხვევაში, მთავრობამ ამ კითხვებს გვერდი ისე შემოუარა, რომ კითხვებზე პასუხები არ გაეცა. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას დაუმალა, არამედ გერმანელ ხალხს, თუ სად ხარჯავენ ფულს. ეს მაშინ, როცა გერმანია სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. იმის ნაცვლად, რომ ფულს ყაირათიანად და მიზნობრივად ხარჯავდნენ, ვხედავთ, ფული რაში იხარჯება. ვისურვებდი, ისიც შეისწავლონ მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა როგორ იქცევა საქართველოში“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგში ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის” გერმანიის მთავრობას მიმართავს კითხვებით, რომლებიც მათ შორის საქართველოში LGBTIQ-სა და გენდერის თემატიკის დაფინანსებას ეხება.
1773133723
ახალი ამბებიგეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთა...
1773130973
ახალი ამბებიპეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ნაცმოძრაობის“ ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამ...
1773130577
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალ...
1773129363
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით“, - წერს ან...
1773128075
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღების საკითხს გამოეხმაურა. „საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გული...































