პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 108,141 გრ. „მეტამფეტამინს (ფუძე)“, 2,369 გრ. „მდმას“, 18,031 გრ. „კოკაინს (ფუძე)“, 1070,32 გრ. „გამომშრალ მარიხუანას“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 713,433 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერებას „პრეგაბალინს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბათუმში ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773141934

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირ...

თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში

1773139962

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ, მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია

ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალებს პოლიტიკურ პარტიებად, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ ალიანსში გაერთიანებულ ოპოზიციაზე საუბრისას. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა...

გიორგი გაბუნია

1773138660

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც ბუნდესტაგში ხდება, გაარკვიონ, რაში იხარჯება მათი მოსახლეობის ფული

„ყველა პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ იგივე უნდა გააკეთოს, გერმანიაშიც და სხვაგანაც, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, მათი ინტერესი უნდა იყოს, რაში იხარჯება ეს ფული და ემსახურება თუ ა...

ლევან მახაშვილი

1773137261

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ყულევის პორტზე - დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს

„დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას“, - ამ განცხადებით პარლამ...

ლევან მახაშვილი

1773136098

ახალი ამბები

ნეაპოლის მახლობლად ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა

იტალიაში, ნეაპოლში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ANSA იუწყება. ბიძგები ადგილობრივი დროით 10 მარტს, შუაღამით დაფიქსირდა. გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა