შალვა პაპუაშვილი: საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი

გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იგივეა, სხვის ოჯახში ფეხით კარი შეაღო და დაიწყო ავეჯის გადაადგილებაზე საუბარი.

„ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვის ეკითხება აქ პოლიტიკის დაფინანსება? ჰკითხონ ქართველ ხალხს, არის თუ არა ეს მისთვის სასიკეთო თუ არა? არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ევროკავშირი ფულს რომ დახარჯავს ადამიანის ცოცხლად დაწვაში და კარგ საქციელად გამოაცხადოს, ამის რეკლამირება მოახდინოს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, საქართველოსთვის სასიკეთოდ იქნება რამე გაკეთებული?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად.

„ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, მათ შორის, ის სისტემა ამხილა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა – უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად. ამიტომ დახურეს „იუესეიდი“, შეაჩერეს უცხოური დაფინანსება, შეწყვიტეს „რადიო თავისუფლების“ პროპაგანდის დაფინანსება, შეწყვიტეს „ამერიკის ხმის“ დაფინანსება. აღიარებულია, რომ ეს ფული, მათ შორის, იხარჯებოდა პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ქართველ ხალხზე, საზოგადოებაზე, თუ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ მოცემულობას თუ მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში“ არიან, შემდეგ პარტიები ხდებიან და ცდილობენ, ხელისუფლებაში მოიყვანონ. შემდეგ აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში, ან საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში რომ დაიწყოს მუშაობა, სჭირდება, თუ არ ვცდები, ორწლიანი პაუზა. ე.წ. გაგრილების პერიოდია, როდესაც არის რისკი, ახალ პოზიციაზე წინა სამსახურის ინტერესების გატარებას ჰქონდეს ადგილი. ამის ყველაზე კარგი მაგალითია სერგი კაპანაძე. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წამების რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, გადაკეთდა „ენჯეოდ“, მას წარმოგვიდგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებად, ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვამდნენ, როგორც ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. არადა საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ. 2016-ში კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა, გახდა პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი. 2020-ში ისევ გადაბარგდა „ენჯეოსექტორში“ და კვლავ გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავად არასდროს ყოფილა ენჯეოსექტორში.

„ენჯეოში“ მე არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა „ენჯეოში“. ფაქტია, ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ, 2022 წლის ივნისში „ენჯეოები“ როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას. გახსოვთ, მაშინ რა მოითხოვეს „ენჯეოებმა“? პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა და შეიქმნას მთავრობა, სადაც 1/3 იქნება ხელისუფლება, 1/3 ოპოზიცია და 1/3 „ენჯეოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769759560

ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ...

აშშ-ის საელჩომ

1769758505

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვი...

დაკავებააა

1769757628

ახალი ამბები

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით...

უმუშევრობის მაჩვენებელი

1769756565

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

1769755192

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკ...

ნიკოლოზ სამხარაძე