შალვა პაპუაშვილი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე: ჩვენ მეტი გვჭირდება - ტექნიკური მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობა არის ყველა მიმართულებით

„ჩვენ გვექნება ერთიანი უნივერსიტეტი - როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება უმაღლესი დონის განათლება. რესურსების ერთიანი კონცენტრაცია თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ყველას, მათ შორის აკადემიურ პერსონალსაც. შენარჩუნდება აკადემიური პერსონალი, სტუდენტები რაოდენობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობაა.

„ჩვენ მეტი გვჭირდება - ტექნიკური მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ. დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობა არის ყველა მიმართულებით - ინჟინერი, არქიტექტორი, ჰიდროლოგი, არავინ აღარ გვყავს. სპეციალობები, რომლებიც დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში სჭირდება ქვეყანას, არის დაკნინებული და სწორედ ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს, რომ თვისებრივად შეიცვალოს სიტუაცია.

რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის არაფერი იცვლება და ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769760816

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიუღებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას

იმ მომენტშივე, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაც...

შალვა პაპუაშვილი

1769760243

ახალი ამბები

„ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა“ - ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. „ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიუ...

ენერგოომბუდსმენი

1769759560

ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ...

აშშ-ის საელჩომ

1769758505

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვი...

დაკავებააა

1769757628

ახალი ამბები

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით...

უმუშევრობის მაჩვენებელი