მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე - სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით გარკვეული პროცესების დაგეგმვა გათვალისწინებულია სხვა ნერვკუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვისაც.
მისივე განმარტებით, პარალელურად, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეფასებისა და სხვა სოციალური საკითხების მიმართულებით.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე რისკებზე, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინებსა და არასანდო ინფორმაციას.
„მსოფლიოში ყველა წერს, ყველა საუბრობს, რომ, მათ შორის, ძალიან დიდია საფრთხეები დაკავშირებული, მაგალითად, გადაჭარბებული მოლოდინების, გადაჭარბებული დაპირებების შექმნის და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს არ არის, სამწუხაროდ, არც პირველი შემთხვევა და არც - უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასეთი ეჭვები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საშუალებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შედეგებზე.
1777986512
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინ...
1777986388
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6892 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6899 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1777985332
ახალი ამბებიჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა, სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა
„სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება...
1777983715
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა
„ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა. მისი თქმით...
1777982232
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინი...































