მახაშვილი: როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი

„ჩვენთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმა, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ საზოგადოებისთვისაც დაკარგა ფასი“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ევროპარლამენტი ამის სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა.

„ეს დოკუმენტი, თავის დამატებებიანად, რომელმაც კიდევ უფრო მკვეთრად გააუარესა ეს საწყისი დოკუმენტი, რაც იყო შემუშავებული, სრულიად არის აცდენილი რეალობას. ძალიან კარგად ჩანს განსაკუთრებით ამ დღეებში, ამ კვირებში რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი.

როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი და დღესაც იმავეს ვაკვირდებით. ამიტომ, ჩვენთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმა, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ საზოგადოებისთვისაც დაკარგა ფასი.

ერთი ხელით გვესმის ხმამაღალი მოწოდებები, რაც გვესმის ხოლმე დემოკრატიის დაცვაზე, მედიაპლურალიზმზე, მედია თავისუფლებაზე და მეორე ხელით, თავად თავისივე ოფიციალურ დოკუმენტებში ზღუდავენ მედიის თავისუფლებას“, - აღნიშნავს მახაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777986512

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინ...

პროკურატურა

1777986388

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6892 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6899 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი - ლარი

1777985332

ახალი ამბები

ჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა, სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა

„სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება...

დავით ჩიხელიძე

1777983715

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა

„ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.   მისი თქმით...

მარიამ ლაშხი

1777982232

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს

„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინი...

 მიხეილ სარჯველაძე