მამუკა რეხვიაშვილი: რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქმიანობის 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. ანგარიშის დასრულების შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობაა. სწორედ ამ პრინციპების რეალიზებას ემსახურება მერის მიერ საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად შევაფასოთ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტები და ის გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსთავის მერის საქმიანობის, ბოლო 6 თვის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. პარალელურად, გაგრძელდა იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქალაქის მდგრად განვითარებაზე. ეს არის შედეგი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის, რომლის მთავარი მიზანი რუსთაველებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა”, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მამუკა რეხვიაშვილის განმარტებით, საკრებულო მომავალშიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერას და ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც რუსთავის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას ემსახურება.

„თითოეული ჩვენგანის საერთო მიზანია რუსთავის განვითარება, მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785164553

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული

„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებ...

თამარ იოსელიანი

1785163919

ახალი ამბები

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორ...

ზოგადი

1785162694

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი

„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდ...

გია ვოლსკი

1785161851

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს

„თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით...

გიორგი ვოლსკი

1785160590

ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია

„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...

ლაშა აბაშიძე