გივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

გივი მიქანაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით, საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.

აღინიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში დაიწყებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე.

თავის მხრივ, იუსუფ თექინმა ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერებისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტის დროულად გაფორმების მნიშვნელობას, რაც განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ასევე ორი სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785146349

საზოგადოება

საჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება...

სუსი  სუსი

1785144858

საზოგადოება

ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას...

ნიკა გვარამია

1785143769

საზოგადოება

გიორგი ქართველიშვილი: საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას

სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაშ...

გიორგი ქართველიშვილი

1785142271

საზოგადოება

გიორგი ქართველიშვილი: ყოველივე ქართულზე შეტევა ხელოვნურად აგორებული პროცესია - საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართუ...

გიორგი ქართველიშვილი:

1785141398

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმი...

დავით სონღულაშვილი