გიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, რომ საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მთავარი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ
ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალების დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
სოსიაშვილის თქმით, ეს მათ არ გამოუვათ იმიტომ, რომ საკმაოდ მოუძველდათ მეთოდები.
„ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ. ეს მათ არ გამოუვათ იმიტომ, რომ საკმაოდ მოუძველდათ მეთოდები. დღეს ციფრულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება და ძალიან მარტივად ხდება გადამოწმება იყო თუ არა შემოსული ეს ადამიანი, გადმოკვეთა თუ არა მა კონკრეტულად საქართველოს საზღვარი, რაც არ მომხდარა, ბუნებრივია. ამიტომ, ამ სიყალბის გავრცელებას არანაირი აზრი აქვს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში მითითებული პიროვნება ქვეყანაში არ ცხოვრობს და მეტიც, მის მიერ საზღვრის გადაკვეთა არ დასტურდება.
1785149201
საზოგადოებანინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა
„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახ...
1785149114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ
მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთ...
1785146349
საზოგადოებასაჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება...
1785144858
საზოგადოებანიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას...
1785143769
საზოგადოებაგიორგი ქართველიშვილი: საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას
სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაშ...



























